Monday, October 27, 2014

მეცხრე დღე    -  27 ოქტომბერი

ნინო შათირიშვილმა   წარმოადგინა   პროექტი წარმატებულ ადამიანებზე. პროექტი  იყო  მეტად  საინტერესო
ნინო    აბაშიძემ  იმუშავა    პროექტზე -  შენადნობები..    ბავშვების ინტერესების განსაზღვრის მიზნით   გამოიყენა:  ,, ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე'' . მასალა    კარგად დაუკავშირა თანამედროვე  ცხოვრებას,  აჩვენა რა, თუ რა გამოყენება აქვს შენადნობებს ყოფა- ცხოვრებაში.
თამარ დათაშვილმა გააკეთა პროექტი-,, ვსწავლობთ შეცდომებზე''.  გათვალისწინებული იყო საინტერესო აქტივობები, რომლებიც ბავშვებს დააფიქრებს შეცდომებზე. ეს იყო ტელევიზიაში, სახელმძღვანელოში, დავალებებში, სოციალურ ქსელებში , მეტყველებაში დაშვებული შეცდომები . მოწვეული სტუმარი დაეხმარებათ ბავშვებს , გაუწევს რა  მათ კონსულტაციას  თუ როგორ   შეადგინონ ორთოგრაფიული   ლექსიკონი.
ლალი როინიშვილმა   იმუშავა პროექტზე  - ,, საქართველო ევროპის  ურთიერთობები'
ბავშვები  იმუშავებენ .საქართველო- ევროპის ურთიერთობებზე  ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე,  გამოუშვებენ  ბუკლეტს და ჩაატარებენ  კონფერენციას.
მაკა აბრამიშვილმა წარმოადგინა პროექტი  ხალხური თამაშობების შესახებ. აქტივობები იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. ბავშვები წარმოადგენენ, თამაშობებს, შექმნიან   გვერდს   ფეისბუქზე და გააცნობენ საზოგადოებას ამ თამაშობებს.
მზაღო სამყურაშვილმა  გააკეთა პრეზენტაცია თემაზე:  -   ,, ელექტრონული ხელსაწყოები, ელექტროენერგიის ხარჯები და მისი დაზოგვის ხერხები.''   პროექტი დაეხმარება  მოსწავლეებს დაასკვნან  თუ როგორ შეარჩიონ  უფრო  ეკონომიური  ელექტრო  ხელსაწყოები..
მარინა გეჯაძე-  ,,პროფესიის არჩევის შესახებ.' პროექტში    აღწერილი იქნება  სხვადასხვა  პროფესიები. ბავშვები   აიღებენ ინტერვიუს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიდან. მეთორმეტე კლასელები აირჩევენ პროფესიებს.
ირინა  ტაბატაძე - ,,მამათა და შვილთა ბრძოლა''  გამოკითხვა,  . ინტერვიუები, ბუკლეტის    გამოშვება  და ა. შ.  ის აქტივობებია, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას--  როგორ დათბეს ორ თაობას შორის  ურთიერთობები.
ირმა ტიგინაშვილმა    აფხაზეთის    თემა წარმოაჩინა.  აქტივობები იყო საინტერესოდ დაგეგმილი.
დღევანდელი დღე იყო  წარმატებული, ყველა პროექტი იყო საინტერესოდ დაგეგმილი. დიდი გამოცდილება მივიღეთ.

No comments:

Post a Comment