მეცხრე დღე - 27 ოქტომბერი
ნინო შათირიშვილმა წარმოადგინა პროექტი წარმატებულ ადამიანებზე. პროექტი იყო მეტად საინტერესო
ნინო აბაშიძემ იმუშავა პროექტზე - შენადნობები.. ბავშვების ინტერესების განსაზღვრის მიზნით გამოიყენა: ,, ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე'' . მასალა კარგად დაუკავშირა თანამედროვე ცხოვრებას, აჩვენა რა, თუ რა გამოყენება აქვს შენადნობებს ყოფა- ცხოვრებაში.
თამარ დათაშვილმა გააკეთა პროექტი-,, ვსწავლობთ შეცდომებზე''. გათვალისწინებული იყო საინტერესო აქტივობები, რომლებიც ბავშვებს დააფიქრებს შეცდომებზე. ეს იყო ტელევიზიაში, სახელმძღვანელოში, დავალებებში, სოციალურ ქსელებში , მეტყველებაში დაშვებული შეცდომები . მოწვეული სტუმარი დაეხმარებათ ბავშვებს , გაუწევს რა მათ კონსულტაციას თუ როგორ შეადგინონ ორთოგრაფიული ლექსიკონი.
ლალი როინიშვილმა იმუშავა პროექტზე - ,, საქართველო ევროპის ურთიერთობები'
ბავშვები იმუშავებენ .საქართველო- ევროპის ურთიერთობებზე ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, გამოუშვებენ ბუკლეტს და ჩაატარებენ კონფერენციას.
მაკა აბრამიშვილმა წარმოადგინა პროექტი ხალხური თამაშობების შესახებ. აქტივობები იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. ბავშვები წარმოადგენენ, თამაშობებს, შექმნიან გვერდს ფეისბუქზე და გააცნობენ საზოგადოებას ამ თამაშობებს.
მზაღო სამყურაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: - ,, ელექტრონული ხელსაწყოები, ელექტროენერგიის ხარჯები და მისი დაზოგვის ხერხები.'' პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს დაასკვნან თუ როგორ შეარჩიონ უფრო ეკონომიური ელექტრო ხელსაწყოები..
მარინა გეჯაძე- ,,პროფესიის არჩევის შესახებ.' პროექტში აღწერილი იქნება სხვადასხვა პროფესიები. ბავშვები აიღებენ ინტერვიუს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიდან. მეთორმეტე კლასელები აირჩევენ პროფესიებს.
ირინა ტაბატაძე - ,,მამათა და შვილთა ბრძოლა'' გამოკითხვა, . ინტერვიუები, ბუკლეტის გამოშვება და ა. შ. ის აქტივობებია, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას-- როგორ დათბეს ორ თაობას შორის ურთიერთობები.
ირმა ტიგინაშვილმა აფხაზეთის თემა წარმოაჩინა. აქტივობები იყო საინტერესოდ დაგეგმილი.
დღევანდელი დღე იყო წარმატებული, ყველა პროექტი იყო საინტერესოდ დაგეგმილი. დიდი გამოცდილება მივიღეთ.
project
Monday, October 27, 2014
Sunday, October 26, 2014
მერვე დღე
26 ოქტომბერი
შევქმენით ფასილიტაციის კითხვარის ნიმუში, გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო, გადავხედეთ პროექტის გეგმას, შევავსეთ დარჩენილი გრაფები , კიდევ ერთხელ გადავხედეთ პორტფოლიოს ჩეკლისტს და ავღნიშნეთ შესრულებული საკითხები ჩამონათვალში.
საშინაო დავალებად მოგვეცა- რესურსებში გავეცნოთ კითხვარების ნიმუშებს.

Saturday, October 25, 2014
მეშვიდე დღე
მეექვსე მოდული - რეფლექსია
გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტერესის შესახებ თეორია, რათა გაგვეთვალისწინებია სწავლის დროს მოსწავლეთა ინდივიდუალური განსხვავებები. შესაბამისად გავეცანით სხვადასხვა სწავლის სტილს და შესაბამის აქტივობებს, რომლის მიხედვითაც შევარჩიეთ აქტივობები ჩვენი პროექტისათვის და შევქმენით თვითშეფასების გეგმა .
გავეცანით სლაიდ- შოუს, რომლის ნიმუშის მიხედვით შევქმენით სლაიდ- შოუს ნიმუში მოსწავლეთა დასახმარებლად. ბოლოს ვისწავლეთ პორტფოლიოს ბლოგზე დადება, რაც წარმატებით განვახორციელეთ. ასევე ვისწავლეთ თუ როგორ უნდა წავშალოთ დოკუმენტი, რომელიც არ მოგვწონს ან გადავიტანოთ სხვა საქაღალდეში.
სამუშაო იყო რთული, მაგრამ ქალბატონ მანანასთან ერთად ეს სიძნელე წარმატებით დავძლიეთ.

Sunday, October 19, 2014
მეექვსე დღე
19.10
გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი საკითხები. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავადოთ ტექსტზე ბმული. და შემდეგ როგორ გადავამოწმოთ შესრულებული სამუშაო. ამავე მეცადინეობაზე ვისწავლეთ თუ როგორ ხდება ბლოგზე პრეზენტაციის ჩასმა.
პრეზენტაციის გამოსაქვეყნებლად ჯერ დოკუმენტი გავაზიარეთ, შემდეგ გამოვაქვეყნეთ. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევიტანოთ ცვლილებები უკვე გამოქვეყნებულ პრეზენტაციაში დრაივიდან.
ვიმუშავეთ view- ის მეექვსე მოდულზე. შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა

Saturday, October 18, 2014
მეხუთე დღე
12.10.14
განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდულები, გავეცანით დოკუმენტს: ,, რჩევები და მეთოდები უკუკავშირის მისაღწევად''. განვიხილეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიღების ზოგადი წესები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პრეზენტაციის გაზიარებაზე, გადავიყვანეთ რა ეს უკანასკნელი ჩასწორების რეჟიმში. ჩვენი პრეზენტაციები გავუზიარეთ ერთმანეთს და დავაკომენტარეთ.
გავეცანით დოკუმენტს: ,,საავტორო უფლებების გაცნობიერება''., განვიხილეთ ცხრილი :,, ლეგიტიმური გამოყენების სახელმძღვანელო საგანმანათლებლო მულტიმედიისათვის,'' რაც დაგვეხმარა იმაში, რომ გაგვერკვია რა ოდენობით უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებით დაცული მასალა.
გავეცანით დოკუმენტს: ,,გამოყენებული ლიტერატურა''. ინტერნეტში მასალის მოძიების შემდეგ დავაკოპირეთ მისამართი და თან დავურთეთ მოძიებულ მასალას.
და ბოლოს , შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში, რომელიც სლაიდ- შოუს სახით წარმოვადგინეთ.

Sunday, October 12, 2014
მეოთხე დღე
მასალა გართულდა , მაგრამ იყო ძალიან საინტერესო და გამოსაყენებელი.
გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას, კერძოდ, შეფასების ხუთ მიზანს, შეფასების მიზნებს შევუსაბამეთ მეთოდები და ინსტრუმენტები და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
მოსწავლეთა საჭიროებების შესაფასებლად შევქმენით ერთ-ერთი ინსტრუმენტი,
ამის შემდეგ შევედით ერთმანეთის ბლოგებზე და გავაკეთეთ კომენტარები
ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე დადებული კომენტარების ნახვა.
გავხსენით power point-ი და შევქმენით პრეზენტაცია, ვისწავლეთ insert მენიუს გამოყენებით დოკუმენტში დოკუმენტის ჩასმა.
შექმნილი დოკუმენტი შევინახე ჩემს პორტფოლიოში და ავტვირთე დრაივზე.

Saturday, October 11, 2014
მესამე დღე
11 ოქტომბერი
გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას, ასევე გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და შესაბამის ლექსიკას.
ვიმუშავეთ კითხვების შერჩევაზე, წარმოდგენილი მასალა დამეხმარა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების შერჩევაში. განვიხილეთ ფართო იდეების გამომხატველი სიტყვები, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და შევავსეთ შესაბამისი გრაფები პროექტის გეგმაში.
ამის შემდეგ შევედით ბლოგზე , ვისწავლეთ დოკუმენტის დრაივზე გადატანა , დრაივიდან დოკუმენტის გამოტვირთვა და შენახვა.
ტრენინგის ბოლოს გადავიტანეთ 11.10 - ს შესრულებული დოკუმენტი დრაივზე, რათა სახლში გაგვეგრძელებია მასზე მუშაობა.

Subscribe to:
Posts (Atom)