მეხუთე დღე
12.10.14
განვიხილეთ მესამე და მეოთხე მოდულები, გავეცანით დოკუმენტს: ,, რჩევები და მეთოდები უკუკავშირის მისაღწევად''. განვიხილეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიღების ზოგადი წესები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პრეზენტაციის გაზიარებაზე, გადავიყვანეთ რა ეს უკანასკნელი ჩასწორების რეჟიმში. ჩვენი პრეზენტაციები გავუზიარეთ ერთმანეთს და დავაკომენტარეთ.
გავეცანით დოკუმენტს: ,,საავტორო უფლებების გაცნობიერება''., განვიხილეთ ცხრილი :,, ლეგიტიმური გამოყენების სახელმძღვანელო საგანმანათლებლო მულტიმედიისათვის,'' რაც დაგვეხმარა იმაში, რომ გაგვერკვია რა ოდენობით უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებით დაცული მასალა.
გავეცანით დოკუმენტს: ,,გამოყენებული ლიტერატურა''. ინტერნეტში მასალის მოძიების შემდეგ დავაკოპირეთ მისამართი და თან დავურთეთ მოძიებულ მასალას.
და ბოლოს , შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში, რომელიც სლაიდ- შოუს სახით წარმოვადგინეთ.
No comments:
Post a Comment